შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტური კონკურსი: „მეცნიერება მუსიკაში“ - „Science in Music”

სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტურ კონკურსს „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირებს საქართველოში ავტორიზებული პროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. კონკურსზე დაშვებულია სწავლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტების მონაწილეობა.
კონკურსანტებს ევალებათ, შექმნან მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებული იქნება ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით: სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვ.

გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან და მათი ნაწარმოებები შესრულდება „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გახსნის ცერემონიაზე, 2020 წლის 27 ნოემბერს.


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ.   ბმულზე.
საკონტაქტო ინფორმაცია, ელ-ფოსტა: scienceinmusic@tsc.edu.ge