შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

სამი ვებინარი მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების შესახებ ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების   თემაზე სამი დაგეგმილი ვებინარის შესახებ.

„მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები“ ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებისთვის  და ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისთვის არის ღია. მკვლევრებს კარიერის ნებისმიერ საფეხურზე აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება.  

პირველი ვებინარი 2016 წლის 14 აპრილს გაიმართა და შეეხებოდა ორგანიზაციის ინდივიდუალური სტიპენდიის პროგრამას. მეორე ვებინარი ჩატარდება 29 აპრილს, 10:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს შეეხება. 2016 წლის მაისში კი მონაწილეთა პორტალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვებინარი  გაიმართება.

ვებინარის ონლაინ ბმული დაეგზავნება მიმართულების ეროვნულ საკონტაქტო პირების (NCPs). ვებინარზე წვდომასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ საკონტაქტო პირს პოლონეთიდან  (Barbara.Trammer@kpk.gov.pl )