შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საპარტნიორო ღონისძიება ჯანმრთელობის მიმართულების მომავალი კონკურსებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “Health-NCP-Net 2.0” საპარტნიორო ღონისძიების შესახებ, რომელიც ტარდება 2017 წლის 7 დეკემბერს. პროექტი დაგეხმარებათ მომავალში ჯანმრთელობის მიმართულების კონკურსებისთვის პარტნიორების მოძიებაში.

 ღონისძიებაზე დასწრებთათვის არ არის საჭირო სარეგისტრაციო თანხის გადახდა. საპარტნიორო ღონისძიების მეორე დღეს, ასევე, დაგეგმილია ევროკომისიის საინფორმაციო დღის ჩატარება (8 დეკემბერი, 2017, ბრიუსელი). საპარტნიორო ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიების (SMEs), უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების და პროექტებისთვის ახალი იდეების მოძიებაში დაინტერესებული სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, რომელთაც სურთ 2020-ის პროექტებში მონაწილეობისთვის პარტნიორის მოძიება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.healthncp.net/news-events/horizon-2020-health-partnering-day-2017-brussels-be 

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 8 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.