შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საპრიზო კონკურსი L’Oréal-UNESCO For Women

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  L’Oréal Foundation და UNESCO-ს მიერ ერთობლივად გამოცხადებული  საპრიზო კონკურსის შესახებ.

საპრიზო კონკურსი ითვალისწინებს გამორჩეული  ქალი მეცნიერების  დაჯილდოებას. 2018 წლის მარტის თვეში, კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 5 ქალბატონი, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებაში.

1998 წლიდან პროგრამის ფარგლებში - L’Oréal-UNESCO For Women  გამოვლინდა 94 გამარჯვებული, ორი  მათგანი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი.

ნომინაციის წარდგენა შეუძლია უნივერსიტეტის ან სამეცნიერო ინსტიტუციების ხელმძღვანელებს, აკადემიური თანამდებობის მქონე პირებს, წარსულში ამავე პროგრამაზე ნომინირებულ პირებს, დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელ პირებს. საკონკურსოდ საკუთარი თავის დასახელება არ არის დასაშვები.

საკონკურსო კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგი ბმულის მეშვეობით:

http://www.forwomeninscience.com/en/manifesto

აპლიკაცია შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან:

  • დეტალური Curriculum Vitae;
  • მოკლე აღწერა იმის შესახებ, თუ რატომ არის წარდგენილი პირი საუკეთესო კანდიდატი კონკურსზე განსახილველად (200 – 400 სიტყვა);
  • პუბლიკაციების, პატენტების ჩამონათვალი;
  • 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის სრული ტექსტი, თითოეულის 200 სიტყვიანი რეზიუმე, თითოეულის ციტირების რაოდენობა.
  • კანდიდატის კოლეგა (იმავე ინსტიტუციის თანამშრომელი) 3-5 პროფესორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერ ქალბატონებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 ივნისი.