შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სასტიპენდიო პროგრამები შვედეთში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „შვედური ინსტიტუტის“ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby program).

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სამაგისტრო, სადოქტორო  და სასტიპენდიო პროგრამების (ასევე ორსემესტრიან გაცვლით პროგრამების) დაფინანსებას სხვადასხვა კვოტის ფარგლებში თითოეული ქვეყნისათვის.

ყურადსაღებია, რომ „ვისბის პროგრამა“  მაგისტრატურაზე სწავლის დასაფინანსებლად ითვალისწინებს ყოველწლიურად 50-მდე სტუდენტის დაფინანსებას, როგორც ნორდიკული და ბალტიკური ქვეყნებიდან, ასევე რუსეთიდან და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, ბელარუსია, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი.

„ვისბის პროგრამის“ ფარგლებში სასწავლო პროგრამებისა და უნივერსიტეტების სია,  განთავსებულია ვებგვერდზე: www.studyinsweden.se. 2019 წლის კონკურსისათვის განაცხადების წარდგენის პერიოდად განსაზღვრულია 2019 წლის თებერვალი. (იხ. ბმული).

 სტიპენდია ფარავს როგორც საცხოვრებელ ხარჯებს, ასევე დაზღვევას, სწავლისა და  მოგზაურობის ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ „ვისბის პროგრამის“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად შესაძლებელია 4 სამაგისტრო პროგრამის შერჩევა შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. თითოეულ უნივერსიტეტში აპლიკანტი ცალკე წარადგენს განაცხადს სტიპენდიის პროგრამისგან დამოუკიდებლად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ასევე აღსანიშნავია „ვისბის 12 თვემდე ხანგრძლივობის სასტიპენდიო პროგრამა“ კვლევითი ვიზიტებისათვის დოქტორანტურისა და პოსტ-დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

დეტალური ინფორმაცია „ვისბის სასტიპენდიო პროგრამის“ შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

https://studyinsweden.se/plan-your-studies/how-to-apply/masters-level-how-to-apply/

https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-phd-postdoc/

https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/