შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „Sumforest საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის“ შესახებ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნების, აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნების (EaP) და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახალგაზრდა მეტყევეობის მკვლევრების შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებულ ინტეგრაციას საერთაშორისო კვლევით საზოგადოებაში.

განაცხადის შემომტანის პროფილი:

  • ფლობს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
  • წარმოადგენს რეზიუმეს, რომელიც აპლიკანტის პროფესიონალურ გამოცდილებასა და კვლევით პოტენციალზე მიანიშნებს,
  • დაკავშირებულია ზემოთხსენებული ქვეყნების რომელიმე უნივერსიტეტთან და მუშაობს კვლევით საკითხზე, რომელიც ეხება სატყეო სექტორს, გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას ან ბიოეკონომიკას.

განაცხადის შემოტანისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ:

  • სამოტივაციო წერილი (2 გვერდი);
  • რეზიუმე;
  • სარეკომენდაციო წერილი ხელმძღვანელისგან ან უნივერსიტეტისგან.

ყველა შერჩეული მონაწილე მიწვეული იქნება Sumforest დასკვნით კონფერენციაზე 2017 წლის შემოდგომას და საზოგადოებას გააცნობს თავის მეცნიერულ პოსტერს.

განაცხადის შემოტანისთვის გამოაგზავნეთ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sumforest@efi.int

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2017

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://www.sumforest.org/, ან დაუკავშირდით ელენა კულიკოვას (Elena Kulikova, elena.kulikova@efi.int)