შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

საზაფხულო სკოლა - IncoNet EaP 2016

საზაფხულო სკოლა ,,ენერგო ეფექტურობა. საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“.

საზაფხულო სკოლა - IncoNet EaP Summer School 2016  იწვევს დამწყებ მკვლევარებს და კველვითი პროექტების მენეჯერებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პატრნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  ენერგო ეფეტურობის მიმართულებით და  დაინტერესებული არიან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის -,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებით.

 

საზაფხულო სკოლის პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მართვის ეტაპები, გაეცნონ  ჰორიზონტი 2020-ის თანამშრომლობითი პროექტების სპეციფიკას და Marie Skłodowska-Curie აქტივობების ფარგლებში მობილობის შესაძლებლობებს.

 

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია ZSI -  სოციალური ინოვაციების ცენტრი, ავსტრია (Centre for Social Innovation/Austria) და TÜBITAK  - თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო.

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2016 წლის 13-17 ივნისს  ავსტრიაში, ქ. ვენაში. 

მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული აპლიკაცია უნდა შეავსონ შემდეგი ბმულის მეშვეობით:  http://survey20.zsi.at/index.php/815798/lang-en

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა  2016 წლის 21 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://www.inco-eap.net/en/514.php