შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა კრისტოფ კრატკისთან

ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტოფ კრატკი, სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში კრისტოფ კრატკი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეხვდება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში მოღვაწე მეცნიერების მდგომარეობა და მათი მოსაზრება უნივერსიტეტებისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მმართველობასთან დაკავშირებით და განიხილება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართება 28 ივლისს 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო, ღვაწლმოსილ სამეცნიერო საზოგადოებასთან - 28 ივლისს 16:00 საათზე.

შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური. 

კრისტოფ კრატკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუმრობს, როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მეცნიერებასთან დაკავშირებული ექსპერტი, რომელიც საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სისტემის სტრატეგიასთან დაკავშირებით. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე.