შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Horizon 2020 გზამკვლევების შესახებ
ევროკავშირის წევრ ქევყნებში ან პროგრამა “ჰორიზონტი 2020"-თან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოებს შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ ინოვაციური პროექტები და მიიღონ საგრანტო დაფინანსება.
Horizon 2020-ის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა, გაეზიარებინა გამოცდილება, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მიიღონ დაფინანსება „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში. შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პრაქტიკული გზამკვლევი.
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული გზამკვლევებისა და ფასიანი საინფორმაციო მასალის შესახებ:
Guidebooks -ეტაპობრივი სახელმძღვანელო, თუ როგორ დავწეროთ და შევადგინოთ საპროექტო განაცხადი სწორად;
Ready-to-use proposal templates- თვალსაჩინოებები - დიაგრამები, ცხრილები, საპროექტო წინადადებების ნიმუშები;
Self-assessment tools- პროექტის იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან და საპროექტო განაცხადის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
Proposal clinics -ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის ხარვეზების იდენტიფიკაციის და აღმოფხვრის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს