შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვარშავის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

2017 წლის 28-29 მარტს პოლონეთში (ვარშავა) საერთაშორისო კონფერენცია „Wolves Summit“ გაიმართება.

მონაწილეთა შორის იქნებიან: 350 სტარტაპი, 50 სქეილაფი, 250 ინვესტორი და 350 აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც ერთ სივრცეში შეიკრიბებიან ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარების საკითხების განსახილველად.

შერჩეული 350 სტარტაპისთვის მონაწილეობა უფასოა.  კონფერენციაძე მოაწილეობის მისაღებად, საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე

მოკლედ 2017 წლის Wolves Summit-ის შესახებ:

  • 2 წუთიანი ვიდეო რგოლი;
  • Wolves Summit-ის შესახებ მოსაზრებები - მოკლე ვიდეო;
  • ინოვაციური სტრატაპები (350 სტარტაპი და 50 სქეილაფი);
  • 250 ინვესტორსა და 350 აღმასრულებელ დირექტორს შორის ურთიერთობა/კავშირი;
  • კონფერენციამდე შეხვედრების წინასწარი დაგეგმვის სისტემა მოკლე ვადაში ბევრი სავიზიტო ბარათის შეგროვების საშუალებას იძლევა (წინა კონფერენციაზე 3072 1:1-ზე შეხვედრა დაიგეგმა);
  • მონაწილეები- იქნებიან კორპორაციები: საბჭოს წევრები, IT-ის, ინოვაციების,  სტრატეგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ციფრული, ანალიზის დეპარტამენტების დირექტორები; მცირე და საშუალო ბიზნესები; გამოცდილი სტარტაპები და ისინი, ვინც განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; საინვესტიციო ფონდები და კერძო ინვესტორები;
  • Pitch-ინგის კონკურსი: 35 სტარტაპი და 7 სქეილაფი წარადგენენ საკუთარ იდეებს ინვესტორებისა და აღმასრულებლების წინაშე;
  • საღამოს ღონისძიება;
  • წინა ღონისძიების შედეგებირიცხვებში: 3072 1:1-ზე შეხვედრა, 47 მონაწილე ქვეყანა, 1965 მონაწილე, 192 ინვესტორი, 371 აღმასრულებელი დირექტორი;
  • გვენდობოდნენ:TVN Ventures, Facebook, Microsoft, IBM, Salesforce, 3M, P&G, Raiffeisen, WP, West Tech Ventures, Amazon, Wyra, Allegro, Orlen, RWE, Poczta Polska, Orange, T-Mobile, Inventure, Action Capital Partners, Eight Roads Ventures, Samsung, WP,  Bayer, PARP, KIC InnoEnergy, Netia, PWC, Tech Pilot Fund, Google, PR Newswire, Betacom, NCBIR, Publicis Media, Hub:Raum, Allianz, YouNick და სხვანი.