შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სტიპენდიის შესახებ

ცხადდება პოლონეთის მთავრობის 2018-2019 წლების სტიპენდიის პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერებს. სტიპენდიები განკუთვნილია კვლევითი ვიზიტებისთვის პოლონეთის უნივერსიტეტებში 2018-2019 აკადემიური წლების განმავლობაში.

სტიპენდია განკუთვნილია მონაწილეებისათვის შემდეგი ქვეყნებიდან:  ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს. ასევე, აუცილებელია პოლონური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში, სტიპენდიანტი გაივლის პოლონური ენის ინტენსიურ კურსს დამატებით. 

სტიპენდია მოიცავს 1350 პოლონურ ზლოტს ყოველთვიურად. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მარტი.   

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.