შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,Twinning“ - ის პროექტის ფარგლებში ვაკანსიის შესახებ

პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

Twinning წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამა/ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო უწყებებს განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა, ინსტიტუციური მოდერნიზება და ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება.

Twinning პროექტის: ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ იმპლემენტაციას ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად ახორციელებს გერმანიის, ავსტრიის და ლატვიის ინსტიტუციების გაერთიანებული განსორციუმი, ხოლო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია (RTA – Resident Twinning Adviser) ქალბატონი ინეს გავარენე.

პროექტის განხორციელების ფარგლებში გამოცხადებულია ვაკანსია 2 პოზიციაზე:

  • RTA ადმინისტრაციული ასისტენტი,
  • RTA ასისტენტი ენის (ქართული-ინგლისური) საკითხებში;

პროექტის განხორციელების ვადებია 2020 წლის აპრილი - 2022 წლის მარტი.

ვაკანსიებთან დაკავშრებით კონკურსში მონაწილობის მსურველმა კანდიდატებმა, ელ - ფოსტაზე: (inese.gavarane@du.lv),  უნდა გააგზანონ განაცხადი, რომელიც შედგება PDF ფორმატის შემდეგი დოკუმენტებისგან:

  • Letter of application (max 1 page);
  • CV (Europass format*) with detailed description of professional experience and education including contact telephone number and email address;
  • Copies of supporting documents (University degree, reference letters and certificates if applicable).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 აპრილი.

გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია პოზიციებთან დაკავშირებული მოვალეობებისა და კომპეტენციის ძირითადი მოთხოვნების შესახებ.