შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სორბონას უნივერსიტეტის კონკურსი პოსტდოქტორანტი მკვლევრის პოზიციაზე: კავკასიური ენები და ლინგვისტური ტიპოლოგია

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სორბონას უნივერსიტეტის კონკურსის შესახებ პოსტდოქტორანტი მკვლევრის პოზიციაზე კავკასიური ენებისა და ლინგვისტური ტიპოლოგიის მიმართულებებით. LaDyCa პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ლინგვისტურ მრავალფეროვნებაზე. პროექტი დაფინანსდება IDEX (‘Initiative d’Excellence’), სორბონას უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ )2017 წლის ივლისი - 2018 წლის ივნისი). პროექტის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტში გათვალისწინებული კვლევის სფეროებია: ლინგვისტური ტიპოლოგია, დიალექტოლოგია, სოციოლინგვისტიკა, ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა, კომპლექსური სისტემები, გამოთვლითი (გეო) ლინგვისტიკა.

ქართულ ენასთან ერთად, საგრანტო განცხადების წარმდგენი უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან ფრანგულ ენას. პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც, ასევე, ფლობენ რუსული ენას და აქვთ გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან მუშაობასა და გამოყენებით ლინგვისტიკაში.

აპლიკაცია მოიცავს სამოტივაციო წერილს, რეზიუმეს პუბლიკაციების სიით, დოქტორის ხარისხის დამადასტურებელ საბუთს და ორი რეკომენდატორის სახელს, გვარს და ელ-ფოსტის მისამართს. აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს ერთი PDF დოკუმენტის სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართებზე:

Prof. Jean Léo Léonard < leonardjeanleo@gmail.com >

Prof. Claude Montacié < Claude.Montacie@paris-sorbonne.fr >

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 2 მაისი.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე