შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

The HPC-Europa-ს პროგრამა კვლევითი ვიზიტის მხარდასაჭერად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას High-Performance Computing (HPC-Europa team)-ის მიერ გამოცხადებული გრანტის შესახებ.

კვლევითი ვიზიტის დაფინანსების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი 2017 წლის 7 სექტემბრამდე (პირველი ნაკადი).  მობილობის განხორციელება დაიწყება 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს. განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება ყოველ სამ თვეში ერთხელ. კვლევითი ვიზიტების დაფინანსება ტრანსნაციონალური ხელმისაწვდომობისთვის გაგრძელდება 2021 წლის აპრილამდე.

HPC-Europa არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც აფინანსებს მკვლევრების მოკლევადიან მობილობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დონის მკვლევარს: როგორც ასპირანტს, ასევე, გამოცდილ მეცნიერს. განმცხადებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, თუმცა იგი კარგად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს (მაგ. კომპიუტერული მოდელირება).

მობილობა გრძელდება სამი კვირიდან სამ თვემდე. HPC-Europa ანაზღაურებს საცხოვრებელ და სამგზავრო ხარჯებს. მობილობაში მონაწილე პირები ითანამშრომლებენ საერთო სპეციალობის მქონე ადგილობრივ მკვლევრებთან.

დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დამატებითი შეკითხვებისთვის მიწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

HPC-Europa helpdesk: staff@hpc-europa.org