შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Turkey in Horizon 2020-სა და TUBITAK-ის ერთობლივი ღონისძიება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს, ბრიუსელში,  ჩატარდება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ პროექტი „თურქეთი ჰორიზონტ 2020-ში“ (Turkey in Horizon 2020)  და თურქეთის მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭო (Scientific and Technological Research Council of Turkey - TUBITAK). ღონისძიება მიმართული იქნება „ჰორიზონტ 2020“-ის ფარგლებში გამოცხადებული შემდეგი საგრანტო კონკურსებისკენ:

  • „Smart, მდგრადი და მოქნილი ქალაქები“ და „ენერგეტიკულად ეფექტიანი შენობები“;
  • „ცირკულარული ეკონომიკა“ (SPIRE, ნედლეული და წყალი);
  • „მობილობა ზრდის ხელშეწყობისთვის“, „ავტომატიზებული საგზაო ტრანსპორტი“ და „ევროპის მწვანე ტრანსპორტის ინიციატივა“;
  • „Smart ენერგოსისტემები და მომხმარებლები“.

ღონისძიებაზე შეიკრიბება ევროპისა და თურქეთის ქვეყნების 400-მდე მონაწილე, რომლებიც წარმოადგენენ როგორც კვლევით, ასევე ინდუსტრიულ საზოგადოებებსა და მუნიციპალიტეტებს. თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, დაუკავშირდეთ როგორც თურქსა და ევროპელ მონაწილეებს, ასევე, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე ორიენტირებულ SME წარმომადგენლებს და შეიძინოთ ახალი პარტნიორები „ჰორიზონტ 2020“-ის მოახლოებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

სემინარები:
ღონისძიების პარალელურად ჩატარდება 4 თემატური სემინარი, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია სპეციფიური კონკურსების შესახებ და წარმოადგინონ საკუთარი იდეები.

საერთაშორისო კავშირები:

ღონისძიებაზე თავს მოიყრის 400 მონაწილეზე მეტი, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რაც ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას, იდეების მიმოცვლასა და კონსორციუმის ფორმირებას.

ფინანსური მხარდაჭერა:

მონაწილეებს, რომლებიც რომელიმე სემინარზე წარადგენენ წინადადებას, აუნაზღაურდებათ სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები. დაფინანსების მოსაპოვებლად, გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია და წარმოადგინოთ თქვენი იდეა.

ანაზღაურების წესები:

ბრუსელში სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო ან კერძო სექტორის (SME) შემდეგ წარმომადგენლებს: მკვლევარებს, აკადემიკოსებს, პროფესიონალებს ინდუსტრიული სფეროებიდან ან პოლიტიკურ ექსპერტებს თურქეთიდან, ევროკავშირის წევრი ან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ შინაარსობრივად გამართული „თანამშრომლობის პროფილი“ (Cooperation Profile), რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შეთავაზებები ღონისძიების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით და თქვენთვის სასურველი როლი (კოორდინატორი ან პარტნიორი). აღნიშნული პროფილი არის ღონისძიებაზე დასწრების საფუძველი.

ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში (მგზავრობა, სასტუმრო), გთხოვთ, შეავსოთ მარტივი საპრეზენტაციო ფორმა „თანამშრომლობის პროფილი“-ს მიხედვით და ატვირთოთ არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების მიზანია ახალი კავშირების დამყარება „ჰორიზონტ 2020“-ის მოახლოებული კონკურსებისთვის. იმისათვის, რომ მოიპოვოთ თანხის ანაზღაურების უფლება, საჭიროა, წარადგინოთ მკაფიოდ გამოხატული წინადადება, რომელიც ერგება კონკურსების მიზანს და, ასევე, ასახული უნდა იყოს თქვენს „თანამშრომლობის პროფილში“. სრული ინფორმაცია დეტალებზე ხელმისაწვდომი იქნება ღონისძიების დაწყებამდე მოკლე დროში. შესაბამისად, ანაზღაურებას მიიღებენ მონაწილეები, რომლებიც ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებენ საბოლოო მოთხოვნებს.

  1. შეავსეთ თქვენი პროფილი მითითებულ ვებ-გვერდზე;
  2. გადმოტვირთეთ და შეავსეთ საპრეზენტაციო ფორმა;
  3. საპრეზენტაციო ფორმა გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cof2017@turkeyinH2020.eu;
  4. პრეზენტაციის განხილვის შემდეგ ელექტრონულად მიიღებთ ინფორმაციას ანაზღაურების მიღების შესახებ;
  5. ანაზღაურების მიღების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი ანგარიშფაქტურები. ინსტრუქციისთვის მიყევით CoF 2017 ანაზღაურების წესებს და CoF ანაზღაურების ფორმას.