თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) მიერ გამოცხადდა 2025 წლის კონკურსები
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) მიერ გამოცხადდა 2025 წლის კონკურსები: 2232-A საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია გამოჩენილი მკვლევრებისთვის და 2232-B საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევართა მხარდაჭერას.
პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება თურქეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიმართულებათა განვითარებას. TÜBİTAK ხელს უწყობს მაღალი დონის სამეცნიერო და/ან ტექნოლოგიურ კვლევებში გამორჩეული წარმატებების მქონე და საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების მქონე მეცნიერებს, ასევე 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მკვლევრებს, გააგრძელონ თავიანთი კვლევითი საქმიანობა თურქეთში.
პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია კვლევის განხორციელება შემდეგ ინსტიტუციებში: სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უწყებებში, კვლევით ინფრასტრუქტურებში, TÜBİTAK-ის კვლევით ცენტრებში ან ინსტიტუტებში, კერძო სექტორის ორგანიზაციებში, რომლებსაც გააჩნიათ R&D ან დიზაინის ცენტრები, ასევე ტექნოპარკებში მოქმედ საწარმოებში.
პროგრამები ღიაა როგორც თურქი, ისე უცხოელი მკვლევრებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია და პროგრამის ბუკლეტები ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
მიღების პერიოდი: 2025-1
განცხადებათა წარდგენის დაწყების თარიღი: 27/09/2025
განცხადებათა წარდგენის დასრულების თარიღი: 24/11/2025
კვლევის განხორციელების ადგილი: პროექტები განხორციელდება თურქეთის ტერიტორიაზე.
განაცხადის ბმული:
https://tybs.tubitak.gov.tr/tybs-destek/sureclerim/acikcagrilar
2232 პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:
- 2232-A საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა გამოჩენილი მკვლევრებისთვის: https://tubitak.gov.tr/en/scholarships/international/research-scholarship-programs/2232-international-fellowship-outstanding-researchers
- 2232-B საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა ადრეული კარიერის მკვლევრებისთვის: https://tubitak.gov.tr/en/scholarships/international/research-scholarship-programs/2232-b-international-fellowship-early-stage-researchers
- დამატებით, შეგიძლიათ გაეცნოთ TÜBİTAK-ის სხვა პროგრამებს: https://kilavuz.tubitak.gov.tr/index.php?index|dil|1