შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

Twinning Grants აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ.

კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი”  - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოცხადდება მესამე კონკურსი - ე.წ  ‘Twinning Grants’. ახალი საგრანტო სქემის გამოცხადების მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის.

Twinning Grants ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.  თითოეული Twinning პროექტის ბიუჯეტია 2 000 ევრო.

კონკურსის გამოცხადება: 2016 წლის სექტემბრის პირველი ნაწილი

საბუთების წარდგენის ვადა: 2016 წლის 30 სექტემბერი

პროექტების  ვადები: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

ანაზღაურება: 2016 წლის ნოემბერი

კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე