შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

უფრო „პოლიტიკური“ ჩარჩო პროგრამა?

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის შემდეგი მე-9 ჩარჩო პროგრამის (FP9) მოსამზადებელი, სამუშაო ვერსიის შესახებ, რომელიც, ევროკომისრის, კარლოს მოედასის (EU research commissioner) განცხადების მიხედვით, მეტ პოლიტიკურ საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს.

ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა, სამუშაო დოკუმენტების მიხედვით,  სახელწოდებით „Horizon Europe”, მეტ ყურადღებას დაუთმობს შემდეგ საკითხებს: ჯანმრთელობა - პროგრამის სამუშაო ვერსიის მიხედვით, მეტი ყურადღება დაეთმობა მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომებისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევებს;

უსაფრთხოება - ახალი სამუშაო პროგრამა მეტ ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების თემატიკაზე,  მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. სოციალური მედიის, პოპულიზმისა და სხვ. საკითხებზე კვლევების ხელშეწყობის მიზნით ახალ სამუშაო პროგრამაში, ასევე იგეგმება „დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუციებისადმი ნდობის“ თემატიკის განხილვაც;

ინდუსტრიული და ციფრული ტექნოლოგიები; კლიმატი, ენერგია და ტრანსპორტი; საკვები, ფერმა და ოკეანე - ახალი სამუშაო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) - სამუშაო პროგრამა, მე-9 ჩარჩო პროგრამის მიხედვით, ორ ნაწილს მოიაზრებს:  „გზამკვლევი გამორჩეული კვლევებისათვის“ (Pathfinder for Advanced Research) კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევრებისათვის ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და „დამაჩქარებელი“ (Accelerator) - ინოვაციისა და მზა ბიზნეს იდეების განსავითარებლად. ჰორიზონტი 2020-ის შემდგომი სამუშაო პროგრამის, ფარგლებში ევროპული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების, სამუშაო ჯგუფების ჩართულობაც მოიაზრება.

ასევე  აღსანიშნავია, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა ევროპული კვლევების საბჭოსა (ERC) და მარია-სკლადოვსკა კიურის აქტივობებს (MSCA) და ფართო საერთაშორისო მასშტაბებს მოიცავს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომავალ, მე-9 სამუშაო პროგრამაში.

წყარო: https://sciencebusiness.net

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდი.