შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაზე „ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის -„ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“ -ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის შესახებ, რომელიც ჩატარდება 31 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე. აღნიშნულ სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებით აღსანიშნავია SPIRE- (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency)-ის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსები.

ვებინარზე ევროკომისიის პროექტების ოფიცერი წარმოადგენს პრეზენტაციას დაფინანსების  პრიორიტეტების შესახებ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.

პროგრამა

  • 14:00: ვებინარის გახსნა
  • 14:00: 2018-2020-ის სამუშაო პროგრამის „ნანოტექნოლოგიები, მასალები ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“ პრეზენტაცია- პროექტის ოფიცერი; ინდუსტრიული ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატები, ევროკომისია
  • 14:40 კითხვა-პასუხი
  • 15:00 დასასრული

ვებინარში მონაწილეობა უფასოა და რეგისტრაცია შესაძლებელია 27 ოქტომბრამდე.

აღნიშნული მიმართულების სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია უკვე გამოქვეყნებულია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, 31 ოქტომბერს, ვებინარის მიმდინარეობისას პირდაპირ დაუსვათ შეკითხვები ევროკომისიის წარმომადგენლობას.