ვებინარი „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამების „რისკ-ფაქტორებთან წვდომა“ და „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის (NCP Network) მიერ დაგეგმილი ვებინარის „ბიზნეს მოდელისა და ბიზნეს გეგმის განვითარების“ შესახებ, რომელიც გაიმართება ამა წლის 15 დეკემბერს 12-დან 14 საათამდე (CET)
ვებინარზე განხილული იქნება შეფასების, პროექტის ბიზნეს მოდელისა და წარმატებული განაცხადის შესაძლებლობები და ვებინარზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობაც მოგეცემათ.
ვებინარს ორგანიზებას უწევს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტი (IPPT PAN) და მას გაუძღვება ანა ნიკოდიმ-ბილსკა, ჰორიზონტი 2020-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის ინსტრუმენტის შემფასებელი.
ვებინარის სამიზნე ჯგუფი: „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები. ვებინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეების, რისკ- ფაქტორებთან წვდომისა და ეროვნული საკონტაქტო პირების ინფრასტრუქტურისათვის.
ვებინარზე დარეგისტრირება შეგიძლიათ მოცემული ბმულის მეშვეობით.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ვებინარის ორგანიზატორს: Aleksandra.Stanislawska@kpk.gov.pl