შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი ჰორიზონტი 2020-ის სამუშაო პროგრამაზე „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია“

„ჰორიზონტი 2020“-ის ახალი სამუშაო პროგრამა „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის“ მიმართულებით უზრუნველყოფს პროექტის დაფინანსების ახალ შესაძლებლობლებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის.

ვებინარი გაიმართება ამა წლის 4 დეკემბერს ცენტრალური ევროპის დროით 10 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 13:00-ზე.

ვებინარის ხანგრძლივობა: დაახლოებით 60 წუთი (კითხვებისა და პასუხების ჩათვლით)

“Black Sea Horizon“-ში მონაწილე ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი).

ვებინარში მონაწილეობისათვის, დარეგისტრირდით  ვებინარ ოთახი მეშვეობით.

ვებინარი ჩატარდება პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირების, კერძოდ Maria Śmietanka-ს ხელმძღვანელობით, რომელიც არის პოლონეთის ეროვნული ექსპერტი და საკონტაქტო პირი „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის“ მიმართულებით.

 

ვებინარის აღწერილობა:

ვებინარი მიზნად ისახავს ჰორიზონტი 2020-ს „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის“ ახალ კონკურსებზე და 2018-2020 წლების ახალ სამუშაო პროგრამებზე ინფორმაციის მოწოდებას. ასევე, ვებინარის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ წარმატებული კონსორციუმი ან გავხდეთ მისი წევრი.

Black Sea Horizon პროექტისადმი მიძღვნილ 15 ვებინარის სერიაში აღნიშნული ემინარი არის მეთორმეტე. სემინარი წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, კერძოდ, კონკრეტულ კონკურსებზე, რომლებიც რეგიონალური თანამშრომლობის პოტენციალით გამოირჩევიან. ვებინარების მიზანია ხელი შეუწყოს მკვლევართა აქტიურობას და გაზარდოს შავი ზღვის რეგიონის მონაწილეების რაოდენობა ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში.  მიმდინარე სერიის ვებინარებში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველასათვის.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის:

Adam Gluszuk

ევროკავშირის კვლევითი პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირი

e-mail: adam.gluszuk@kpk.gov.pl