შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი - ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციებში გენდერული თანასწორობის გეგმის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერდაგეგმილი ონლაინ ვებინარის შესახებ, რომელიც შეეხება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში, მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებში გენდერული თანასწორობის გეგმის არსებობას.

2021 – 2022 წლების ჰორიზონტი ევროპის სამუშაო პროგრამის მიხედვით, ჩარჩო პროგრამის კონკურსებში მონაწილეობისთვის, ამავე პროგრამის როგორც წევრი, ასევე ასოცირებულ სახელმწიფოების საჯარო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუციებისთვის სავალდებულო ხდება გენდერული თანასწორობის გეგმის ქონა.

ვებინარი გაიმართება მიმდინარე წლის 23 ივნისს, 14:30 – 16:00 (ბრიუსელის დროით). დამატებითი ინფორმაცისა და ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდს.