ვებინარი სახელწოდებით როგორ მივაღწიოთ წარმატებას STEM კარიერაში
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინარის შესახებ, რომელსაც ატარებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „CALIPER“ -ი.
ვებინარი შეეხება STEM მიმართულების მეცნიერ ქალთა მიღწეული წარმატებების, გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებას.
ვებინარის ჩატარების თარიღი: 17 ოქტომბერი , სამშაბათი , 14:00 საათი .
ვებინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cardiff.zoom.us/webinar/register/WN_kBl-gUBFTAyxRiLjLjN1_w#/registration