შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვეისერის პროფესიული განვითარების პროგრამა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვეისერის პროფესიონალური განვითარების პროგრამისთვის განაცხადთა მიღების თაობაზე.  „რონალდ და ეილენ ვეისერის ცენტრი ევროპისთვის და ევრაზიისთვის მიჩიგანის უნივერსიტეტში“ აცხადებს კონკურსს ვეისერის პროფესიონალური ჯილდოს მოსაპოვებლად. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს კალინიგრადის (რუსეთი), ყაზახეთის, კოსოვოს, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეებს. აპლიკანტს, რომელიც კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, როგორც წერით, ისე საკომუნიკაციო დონეზე, შეუძლია წარმოადგინოს განაცხადი ნებისმიერ კვლევით საკითხთან დაკავშირებით.

გრანტი სრულად ფარავს: სამოგზაურო ხარჯებს, ცხოვრების საფასურს, დაზღვევასა და დღიურ ხარჯებს. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას ან 3 თვეს მიჩიგანის უნივერსიტეტში. ვიზიტები უნდა განხორციელდეს 2018 წლის თებერვალ-აპრილში ან იმავე წლის სექტემბერ-ნოემბერში.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სრულად შევსებული განაცხადის ფორმა;
  • რეზიუმე (CV);
  • დოქტორანტის დიპლომის ასლი, ან საბუთი რომელიც ადასტურებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას;
  • პასპორტის პირველი გვერდის ასლი, სადაც მოთავსებულია აპლიკანტის ფოტო;
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს: ა) პროექტის მოკლე მიმოხილვას, რომელსაც განახორციელებთ მიჩიგანის უნივერსიტეტში; ბ) რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობის მიღება; გ) რა დადებითი გავლენა ექნება ამ პროექტს აპლიკანტის უნივერსიტეტისთვის; დ) მობილობის ხანგრძლივობა და ხანგრძლივობის განმარტება. (სამოტივაციო წერილის მოცულობა: ორი გვერდი);
  • მოწვევა მიჩიგანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და/ან მიჩიგანის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პარტნიორისგან, ვისთანაც ერთადაც აპლიკანტი აპირებს პროექტის განხორციელებას. მისაღებია მოწვევის ელექტრონული ვერსიაც;
  • სარეკომენდაციო წერილი აპლიკანტის უნივერსიტეტის რექტორისგან ან ფაკულტეტის დეკანისგან;
  • TOEFL-ის სერთიფიკატის ასლი, რომელიც აპლიკანტმა მიიღო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: weiser@fulbright.edu.pl ან იხილოთ ვებ-გვერდები