შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვირტუალური ღონისძიება Researchers2Businesses(R2B)

Euraxess საქართველო ავრცელებს ინფორმაციას ვირტუალური ღონისძიების Researchers2Businesses(R2B)  შესახებ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  მკვლევრებსა და კომპანიებს. 

ღონისძიების მიზანია ერთის მხრივ დაეხმაროს მკვლევრებს აღმოაჩინონ აკადემიის მიღმა არსებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები, ხოლო მეორეს მხრივ,  დაეხმაროს კომპანიებს დაამყარონ კავშირი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკვლევრებთან.  

ონლაინ ღონისძიება ჩატარდება 2 თემატური მიმართულებით:

  • ჯანდაცვა და კეთილდღეობა 2022 წლის 6-7 ივნისი;
  • კლიმატი, გარემო და მობილობა 2022 წლის 20 ივნისი.

 

მონაწილეები:

კომპანიები, რომლებიც მუშაობენ კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროპაში და  რომელთა  ოფისები განთავსებულია Euraxess-ის ქსელის ქვეყნებში. ღონისძიება მოიცავს ყველა ტიპის ორგანიზაციას (საჯარო, კერძო, არაკომერციული), განურჩევლად  მათი მასშტაბისა.

 

დამწყები მკვლევრები და ე.წ. პოსტდოკები: დოქტორანტურის სტუდენტები და პოსტდოკები, რომელთაც დოქტორანტურა დაამთავრეს უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში და რომლებიც ატარებენ  კვლევას ევროპულ ან არაევროპულ ქვეყნებში.  ღონისძიების ფარგლებში მისასალმებელია კონფლიქტური ზონებიდან გადაადგილებულ მკვლევართა მონაწილეობა.

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის, რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადებისა და შერჩევის პროცესის შესახებ დეტალური მისაღებად  გადადით ბმულზე.