შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

27 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში  დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა. 
კონკურსში გაიმარჯვეს და სახელმწიფო პრემიების ლაურეატები გახდნენ: მეცნიერები ზაალ კოკაია და რამაზ გახოკიძე. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა

ჩვენი მეცნიერების ეს წარმატება  და მადლობა გადაუხადა ქართველ მეცნიერებს კონკურსში მონაწილეობისათვის.

 დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარემ და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიმ. ასევე ცერემონიას ესწრებოდნენ ეროვნული პრემიის კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.

სახელმწიფოს საშუალება ეძლევა, დააფასოს და ფართო საზოგადოებას  სხვადასხვა დარგში მოღვაწე მეცნიერები გააცნოს.