„ტვინინგგრანტები“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ.
კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა მესამე კონკურსი - ე.წ ‘Twinning Grants’.ახალი საგრანტო სქემის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის.
Twinning Grants ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. თითოეული Twinning პროექტის ბიუჯეტია 2 000 ევრო.
კონკურსის გამოცხადება: 2016 წლის 1 სექტემბერი
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 სექტემბერი
პროექტების ხანგრძლივობა: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.
ანაზღაურება: 2016 წლის ნოემბერი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე