“შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET)
2009-2012 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ეგიდის ქვეშ მიმდინარე პროექტში ”შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET). პროექტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენას, ეროვნული პროგრამების ურთიერთ კოორდინაციასა და ერთობლივი კონკურსების ჩატარებას.
პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 2,2 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 63 000 ევრო.
2011 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა შავი ზღვის ერთობლივი საპილოტე კონკურსი. კონკურსზე წარდგენილი 66 ერთობლივი პროექტიდან დაფინანსდა 11, მათგან 4 ქართველ მეცნიერთა ჯგუფების მონაწილეობით, რომელთა საქმიანობაზეც მთლიანობაში გამოყოფილი 214 ათასი ევროდან დაახლოებით 179 ათასი ევრო გაიღო შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ხოლო 35 ათასი დაიფარა INTAS-ის სახსრებიდან.
პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.bs-era.net/main/index.php?we=2e66c9efb9a79f9e3b7a91bc652978e1&wchk=74acc10171f10669b5d38308a6207a4d