ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის საგრანტო კონკურსს
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4 - დან 6 თვემდე
ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვიანი ვიზიტი.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2022 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
კონკურსის წინაპირობები:
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:
პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.
ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:
ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3).
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
კონკურსის გამოცხადება: 5 აპრილი
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
11.04 - DAAD საქართველო / თბილისის რეგიონური ოფისი
12.04 - DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი
14.04 - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
15.04 - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში;
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 აპრილი 2022 / 23.00 სთ.
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 აპრილი 2022, 16:00 სთ.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:
ლევან ტლაშაძე
568 25 35 07 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).
daad@rustaveli.org.ge
DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი
ნინო ანთაძე
თამარ ლაცაბიძე
ტელ.: 2 920 926
info@daad-georgia.org
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!