შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ცხადდება ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა.

კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები:

  • ერთობლივი კვლევითი პროექტები (ხანგრძლიობა 2 წელი);

2)    ერთობლივი სემინარები.

პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში არაუმეტეს 2 გრანტისა.

საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR-ი აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ ქართველ პარტნიორებს.

მეორე კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის.

ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ CNR-ში.

საპროექტო განაცხადი, ამობეჭდილი სახით ხელმოწერილი პროექტის ქართველი ხელმძღვანელის მიერ, ასევე სრული პროექტი ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD-R დისკზე,   წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრის 17:00 საათისა. საპროექტო განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე პირების ერთობლივი განცხადება.

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური

მ. ალექსიძის #1, მე-3 სართული
ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022; 4406); +(995 591 11 12 15); +(995 577 57 75 11);
ელ-ფოსტა: keburia@rustaveli.org.ge; bakradze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

იხილეთ ბმულები იტალიელი ბენეფიციარებისთვის:

http://www.cnr.it/sitocnr/IlCNR/Attivita/Attivitainternazionali/Mobilita_file/AIview.html?id=32

 http://www.cnr.it/sitocnr/IlCNR/Attivita/Attivitainternazionali/Mobilita_file/AIbandiView.html?id=73