შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა ,,რაზე ოცნებობენ ანდროიდები“


11 ნოემბერს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით  გაიმართა  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  გამოფენა ,,რაზე ოცნებობენ ანდროიდები“.  საპრეზენტაციო სივრცემ  ტექნოლოგიური  და ინოვაციური   პროექტები   გააერთიანა. წარმოდგენილ  პროექტებს შორის იყო შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -  „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეების მიერ შექმნილი, ფინალურ ეტაპზე   გადასული  ინოვაციური    მოწყობილობები: „ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ (პროექტის ხელმძღვანელი - მარეხ მაზანაშვილი,  შესაბამისი დარგის მეცნიერი - დავით სონღულაშვილი), ხიდების და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა (პროექტის ხელმძღვანელი - მარეხ მაზანაშვილი, დარგის მეცნიერი - ტოლია კილასონია). გამოფენამ დამთვალიერებლის  დიდი ინტერესი გამოიწვია.