შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მონოგრაფიის ,,თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია

 

2 ოქტომბერს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში  გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (FR -21-670) გამოცემული მონოგრაფიის  ,,თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომის ავტორები არიან გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი.

ნაშრომში წარმოდგენილია პროფესორ  ცისია კახიანის საარქივო მასალის ის ნაწილი, რომელიც თბილისის არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს ეხება, ასევე მისი ხელმძღვანელობით მონოგრაფიის ავტორთა მიერ  შესწავლილი წარწერები და მოგვიანებით აღმოჩენილი არაბულენოვანი ძეგლები. საარქივო მასალები და წარწერები განხილულია ისტორიულ კონტექსტში.