შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ერივნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სემინარი

 

ამა წლის 12 თებერვალს KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის მონაწილე ქართულმა ჯგუფმა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის მე-2 კორპუსის 223-ე აუდიტორიაში  ჩაატარა სემინარი.

სემინარი მიეძღვნა თანამშრომლობის მნიშვნელოვან სამეცნიერო შედეგს - რეკორდული ენერგიის, დაახლოებით 100 პევ-ზე მეტი, ნეიტრინოს დაფიქსირებას 2023 წლის 13 თებერვალს. მიღებული მონაცემების შესწავლისა და საფუძვლიანი კვლევების შემდეგ უნიკალური შემთხვევის დეტალური ანალიზი - KM3NeT თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი დაიბეჭდა ჟურნალში Nature 2025 წლის 13 თებერვალს, აღმოჩენიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ!

ხმელთაშუა ზღვაში მშენებარე KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპის ექსპერიმენტულ და მოდელირებულ მასალაზე ახორციელებს KM3NeT თსუ ჯგუფი საქართველოს შოთა რუსთაველის ერივნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე საგრანტო FR-22-13708 პროექტს (FR-18-1268 დასრულებული).

სემინარზე მოხსენება გააკეთა KM3NeT თსუ ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, საგრანტო FR-22-13708 პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ შანიძემ, შემდეგ კი ყველამ ერთად მოუსმინა კოლაბორაციის ვებინარის მომხსენებლებს ექსპერიმენტში მონაწილე რამოდენიმე ქვეყნიდან (საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები).

პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ: