შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საჯარო ლექცია „InTouch კომუნიკაცია ციფრული შეხებით”

 

 11 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულმა,   ფსიქოანთროპოლოგმა, დოქტორმა  დიმიტრი ჩუბინიძემ  პროექტის „ფსიქიკა-სხეულის შეხება: ექსტროსპექტული დიგიტალური შეხებით კომუნიკაცია“ ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია „InTouch კომუნიკაცია ციფრული შეხებით“. დიმიტრი ჩუბინიძე პოსტსადოქტორო კვლევას ახორციელებს ევროპული კვლევების საბჭოს კონსოლიდატორ პროექტში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში; მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კოლაბორაციული კვლევა სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში, განსაკუთრებული ფოკუსით ადამიანი-ბიოტექნოლოგიის ინტერაქციასა და კულტურულ კოგნიციაზე. ფონდის გრანტიორმა ისაუბრა InTouch -ის  გამოწვევებზე - ციფრული შეხების ინოვაციებსა და განვითარებაზე, სოციალური მეცნიერების პერსპექტივაზე, მიზნებზე- კომპლექსური კვლევითი არეალის შემოსაზღვრაზე,  ციფრული შეხების სოციალური ბუნებისა და გავლენების შესწავლასა და  შეხების ახალი თეორიებისა და მეთოდების შემუშავებაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

იხილეთ პრეზენტაცია