შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო კონფერენცია „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში“

 

29 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია  „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში“, რომელშიც პროექტის ძირითადმა მონაწილეებმა და მკვლევარებმა წარმოადგინეს მოხსენებები საკუთარი საკვლევი მიმართულებებიდან.  

 ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში  დაფინანსებულ პროექტს (CS-I-21-158)  „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში - მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“. პროექტის  ხელმძღვანელია კავკასიოლოგი, პროფესორი  ცირა ბარამიძე.