შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვორქშოფი „შიომღვიმის მონასტრის ღვარცოფები¬სგან დაცვის პროექტი“

2021 წლის 3 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო  დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საგრანტო პროექტის AR-18-1244 – ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“ ვორქშოფი თემაზე - „შიომღვიმის მონასტრის ღვარცოფები­საგან დაცვის პროექტი“. ინოვაციური პროექტის ფარგლებში შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ხევში დამონტაჟდება ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი, რომელიც მონასტერს წყალდიდობებისა და ღვარცოფების ზემოქმედებისგან დაიცავს. საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ედუარდ კუხალაშვილი. საგრანტო პროექტის კოორდინატორია  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გივი გავარდაშვილი.

საგრანტო პროექტის მოთხოვნების შესაბამისად, შექმნილ სამეცნიერო კონსორციუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი და შპს ი.ჯი.ეი - გარემოს დაცვის გეოლოგიური სააგენტო. პროექტის დამუშავებაში 23 მეცნიერ-სპეციალისტი მონაწილეობს. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და მცხეთის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.