პრეზენტაცია
2022 წლის 29 ივნისს ,,zoom" პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ცენტრალურ კავკასიონზე მდებარე საზღვრისპირა დასახლებებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების (თბილისი-გუდაური-ლარსი და თბილისი-ჟინვალი-შატილი) კლასიფიკაცია /დარაიონება საშიში ბუნებრივი მოვლენების თვალსაზრისით და მისი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა“ №BRG-I-21-228 ძირითადი შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნ.ბოლაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა პროექტის შედეგები, მათ აღნიშნეს პროექტის თემის აქტუალობა და მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულება.
აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარე, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების კომპლექსურად გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანაში ერთ-ერთ ურთულეს მხარეს წარმოადგენს. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც საბუნებისმეტყველო დარგში მოღვაწე მკვლევრებისთვის, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე და მათ მოვლა-პატრონობაზე მომუშავე ინჟინერ მშენებლებისთვის, ასევე ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის.