შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით

 

 

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“ გაიხსნა.

 სამდღიანი კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში მსოფლიოს 20 ქვეყნის 70-მდე მომხსენებელი მონაწილეობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ ქართველ და უცხოელ  მეცნიერებს   შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი  მიესალმა და აღნიშნა, რომ „რუსთაველის ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მხარდაჭრით ახორციელებდა,  ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის გაძლიერებას, მთლიანად ქართული საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებას და ხელს უწყობს საქართველოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში. ამის ნათელი მაგალითია ეს ღონისძიება, ასეთი ინტერესი და ასეთი მხარდაჭერა მსოფლიოს 20- მდე ქვეყნიდან, ფაქტობრივად, იმის დასტურია, რომ ჩვენმა კურსმა გაამართლა და  აქედან გამომდინარე,  ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას მეცნიერულ საქმიანობაში. ფონდის სახელით გილოცავთ კონფერენციის გახსნას და გისურვებთ წარმატებებს“.

 ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი.

 ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თაობის უცხოელი და ქართველი მკვლევრები, განსხვავებული კუთხით განიხილავენ კავკასიას ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში. იმსჯელებენ კავკასიის აღქმის თავისებურებებზე ანტიკურ მითოლოგიასა და თანამედროვე ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში.

 კონფერენციას  საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო შტიკლერი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.