შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა,  რომელიც პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“  ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაზე მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორმა,  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დიდი მეცნიერის, ეკონომისტის,  გიორგი პაპავას ღვაწლზე, რომელსაც უკავშირდება ქართული ეკონომიკური აზრის ფორმირება საქართველოში.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა  მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ამგვარი კონფერენციები ხელს უწყობს ჩვენი მეცნიერების საქმიანობის წარმოჩენას, სამეცნიერო სიახლეების აღმოჩენას და რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია,    ემსახურება ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ვრცლად ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: პანდემიის გავლენა მსოფლიოს და ეროვნულ ეკონომიკაზე; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური პრობლემები; სავალუტო-ფინანსური პრობლემები; მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკის სოციალური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები.

შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წლების განმავლობაში აფინანსებს იმ საუკეთესო, გამორჩეულ სამეცნიერო კვლევით პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც მეცნიერების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას უწყობს ხელს.