შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო ვიზიტი ბულგარეთში

2-5 აპრილს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ - ფარგლებში თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ პროფესორი ირმა რატიანი და ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, თსუ ასოცირებული პროფესორი გაგა ლომიძე იმყოფებოდნენ ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიაში და წარმოადგინეს საჯარო ლექციები  ქართული მწერლობის შესახებ.

მათთან ერთად ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მინდიაშვილმა.

ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგი დასახელებებით:

  • პოსტმოდერნიზმის დაფუძნება და განვითარება ქართულ ლიტერატურაში (ირმა რატიანი);
  • გადადგილების (ემიგრაციის) ტრავმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში (ნინო მინდიაშვილი);
  • ქართული მოდერნიზმის პოეტიკა და პოლიტიკა (გაგა ლომიძე).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდს:

https://www.bas.bg/?tribe_events=49112

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის ფორმატში შედგა სამეცნიერო დიალოგი მსოფლიო ლიტერატურათმცოდნების აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ამავე დროს შემუშავდა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია/გეგმა.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად  ესტუმრნენ ბაჩკოვოს (იმავე პეტრიწონის) ქართულ მონასტერს, შეხვედრა გამართეს ბაჩკოვოს მონასტრის იღუმენთან.