დნმ–ის ბაზაზე ვერცხლის და ოქროს ნანომავთულების შექმნა და მათი შესწავლა სპექტროსკოპული და ელექტრონულ მიკროსკოპული მეთოდებით
11 მარტს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში გაიმართა სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „დნმ–ის ბაზაზე ვერცხლის და ოქროს ნანომავთულების შექმნა და მათი შესწავლა სპექტროსკოპული და ელექტრონულ მიკროსკოპული მეთოდებით“ ფარგლებში.
დნმ-ის უნიკალური სტრუქტურული თვისებები საშუალებას იძლევა დნმ-ის საფუძველზე აგებული იყოს სხვადასხვა სახის ნანოსტრუქტურები, მათ შორის ნანომავთულები. სამუშაოს მიზანია: დნმ-თან კომპლექსში მყოფი ვერცხლის და ოქროს იონების აღდგენა ატომურ მდგომარეობამდე ხსნარში სხვადასხვა რედუქტანტების (ასკორბინის მჟავა და NaBH4), γ–დასხივების გამოყენებით; ვერცხლის და ოქროს ნანონაწილაკების გავლენის შესწავლა დნმ-თან კომპლექსში მყოფი ვერცხლის და ოქროს იონების აღდგენაზე და დნმ–ის და აღდგენილი ვერცხლის და ოქროს ატომების კომპლექსების ფირების დამზადება და შესწავლა. სემინარის მიზანი იყო კვლევის შედეგების პოპულარიზაცია.