შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დოკუმენტური ფილმის ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ ჩვენება

12 აპრილს,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული  პროექტის ,,პალინოლოგიის მონაცემები, როგორც წყარო ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიის შესწავლისათვის’’ (YS-19-819) ფარგლებში გადაღებული ფილმის ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ ჩვენება. დოკუმენტური ფილმი ეფუძნება პალინოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღებულ ორგანულ ნაშთებზე ჩატარდა. ფილმი მოგვითხრობს ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარზე არსებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, დაკრძალვის რიტუალის, კლიმატისა და გარემო პირობების შესახებ.ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი - თომა ჩაგელიშვილი; პროექტის ხელმძღვანელი - მაია ჭიჭინაძე, პალინოლოგი,  სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მენტორი - დიმიტრი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მონაწილე - ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი.