შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „აგრარული სამუშაოების გავლენა ნიადაგის მიკროართროპოდების არასამიზნე ფაუნაზე“ შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია

 

21 თებერვალს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური გრანტების კონკურსის FR-19-363 პროექტის „აგრარული სამუშაოების გავლენა ნიადაგის მიკროართროპოდების არასამიზნე ფაუნაზე“ შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია.

კვლევის შედეგების და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა - მაკა მურვანიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, ენტომოლოგიის, სატყეო და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტების თანამშრომლები, სტუდენტები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი, რომლის დროსაც მოხდა შედეგების დაზუსტება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.