შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფუნდამენტური კვლევების 2021 წლის გრანტის FR-21- 427 დასკვნითი ანგარიში და პრეზენტაცია.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროგიის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2021 წლის გრანტის FR-21- 427 დასკვნითი ანგარიში და პრეზენტაცია.

,,რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“ პროექტის ხელმძღვანელმა ლალი შავლიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პროექტის სამ წლიანი კვლევების შედეგები.

პრეზენტაციისას განხილული იყო დარიშხანით დაბინძურებული ტერიტორიების ანალიზი, ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვის ეფექტიანობა და ნიადაგის გაწმენდის მიზნით მისი ეფექტურობის დადგენის შედეგები.

 

პროქტის კოორდინატორი - მარიამ ტაბატაძე, ახალგაზრდა მეცნიერი - ეკატერინა შუბლაძე, მკვლევარი - გულჩინა კუჭავა.