გაიმართა პროექტის- „უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის -ციხიაგორას ახალი სიცოცხლე“ მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში მოეწყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილილი პროექტისადმი „უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის -ციხიაგორას ახალი სიცოცხლე“ მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ციხიაგორას არქეოლოგიურ ძეგლზე მოპოვებული არტეფაქტები:ნამგლის ჩასართები, ანტროპომორფული ფიგურა, რიტონი და სხვასხვა თიხის ჭურჭელი.
484 გვერდიანი ქართულ-ინგლისურ პუბლიკაციაში თავმოყრილია კარგად დოკუმენტირებული მრავალფენიანი ძეგლის სრული მონაცემები. პუბლიკაცია „ციხიაგორა“ შეიცავს სამეცნიერო ტექსტს, ტაბულებს და ფერად ილუსტრაციებს. მას ასევე ერთვის ბიბლიოგრაფია და დანართი.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ციხიაგორას არქოლოგიური ძეგლის ინტერდისციპლინარული კვლევა და თანამედროვე მეთოდებით წარმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქართველოს არქეოლოგიის მკვლევართათვის, არამედ კავკასიისა და წინა აზიის არქეოლოგებისთვისაც, რადგან ეს კულტურა გავრცელებული იყო კავკასიაში, აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანაში და სირია-პალესტინამდეც აღწევდა.