“ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი”
22-23 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , სამშენებლო ფაკულტეტზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი სამეცნიერო საგრანტო პროექტის “ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი” დაფინანსებით სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობისინსტიტუტის თანამშრომლებმა, სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტებმა წარმატებით დაიცვეს სადისერტაციო ნაშრომები და მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში:
1. ქეთევან დადიანი (სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი გივი გავარდაშვილი);
2. ხათუნა კიკნაძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი გივი გავარდაშვილი);
3. ლიკა მაისაია (სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ედუარდ კუხალაშვილი);
4. ნანა ბერაია (სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ედუარდ კუხალაშვილი);