„ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ “საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
სასტუმრო „ბილტმორში“, „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.
კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, კონფერენციის პროექტის ხელმძღვანელი მარიკა კლდიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელი კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო კვანტრიშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი შორენა ქურდაძე.