კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია - პოლიტიკის მეცნიერებათმცოდნეობის ქართული სკოლა - ეროვნული და საერთაშორისო განზომილება.
კონფერენციის თანაორგანიზატორები და პარტნიორები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი;
შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების განვითარების ფონდი (მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა);
საქართველოს პარლამენტის კავკასიის და დიასპორის პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო საბჭო; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია; ფაზისის აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ; წმინდა თამარის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტი; ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა).
პოლიტიკის მეცნიერებათა განვითარების პროცესის მართვის თაობაზე აკადემიური საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა:
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო კვლევითი პროექტი „პოლიტიკური კრიზისების მართვის მეტაკოგნიტური თეორია და პოლიტიკური ქცევების ლასუელ - ფლაიველის მეტაკოგნიტური სამეცნიერო მონიტორინგის სისტემა“;
- შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდის „მეცნიერებათა პოპულარიზაციის პროგრამის“ ჩარჩოში გაარჯვებული პროექტის - SPG-22-854 „პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორი“ შუალედური მონაცემები.
კონფერეცნიაში მონაწილეობდნენ პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტები.