შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია "მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ"

 

13 დეკემბერს, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში (#SPG-22-219), ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია "მომავალი თაობის კურსი მეცნიერებისაკენ". კონკურსში მონაწილეობდა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (კახეთი, აჭარა, ქვემო-ქართლი, შიდა-ქართლი, სამეგრელო) 20 მოსწავლე. კონფერენციის მასალები აბსტრაქტების კრებულის სახით გამოქვეყნდა,  ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის ინსტიტუტის ვებ გვერდზე.

 კონფერენცია წარმოადგენს, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერების (სოფიკო კვინიკაძე, თამარ იაშვილი და დავით წვერავა) ჯგუფურ საგრანტო პროექტს, რომელიც ოთხ აქტივობას მოიცავდა - ლექციების კურსი, მასტერკლასები, ტური სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე და საბავშვო კონფერენცია. პროექტი სრულად გაიარა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების  28 მოსწავლემ. მათ გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.კონფერენცია ჩატარდა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.