შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია პროექტის „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“ ფარგლებში

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 -13 აპრილს მართავს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“. კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა კრიზისში მყოფი, ომით დაზარებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ.

კონფერენციის ძირითადი ნაწილი ეთმობა სამეცნიერო -  კვლევითი პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” კვლევის შედეგების გაცნობას. პროექტს ახორციელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31).

კონფერენციის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“ და ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს.პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებს შორის 2018-2021 წლებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.